ესპანეთის პოლიციამ ქვეყნის ორ ქალაქში "ისლამური სახელმწიფოსა" და "ალ-ნუსრას" დაჯგუფების 20 000-მდე სამხედრო უნიფორმა ამოიღო. როგორც euronews.ge წერს, ამის შესახებ განცხადება ესპანეთის შინაგან საქმეთა მინისტრმა დღეს გააკეთა.
მინისტრის თქმით, ოპერაცია მთელი თებერვლის განმავლობაში მიმდინარეობდა.
"აღნიშნული უნიფორმები და სხვა ტექნიკური საშუალებები სატვირთო კონტეინერების შემოწმების შედეგად იქნა ამოღებული", - განაცხადა მინისტრმა.
ასევე დაკავებულია 7 პირი, რომელიც "ისლამური სახელმწიფოსთვის" ლოჯისტიკურ და ფინანსურ დახმარებას ახორციელებდა.
გარდა ამისა, მინისტრის განცხადებით, პოლიციამ დაშალა ვალენსიასა და ალიკანტეში არსებული ქსელი, რომელიც ტერორისტული აქტების დაგეგმარებით იყო დაკავებული.