რუსეთის მინისტრთა კაბინეტი პუტინს რატიფიცირებისთვის ოკუპირებულ სამხრეთ ოსეთთან გაფორმებულ ე.წ. ხელშეკრულებას წარუდგენს, რომელიც ე.წ. სახელმწიფო საზღვრის განსაზღვრის საკითხს ეხება.
როგორც რუსული მედია იტყობინება, შესაბამისი გადაწყვეტილება რუსეთის მთავრობის სხდომაზე მიიღეს.
"შეთანხმება საბაზისო დოკუმენტია, რომელიც განსაზღვრავს სახელმწიფო საზღვარს რუსეთის, სამხრეთ ოსეთისა და საქართველოს სახელმწიფო საზღვრების გადაკვეთის დასავლეთ წერტილიდან აღმოსავლეთ წერტილამდე, რომლის ადგილმდებარეობა უნდა განისაზღვროს ცალკეული სამმხრივი შეთანხმებებით", - ნათქვამია რუსეთის მთავრობის განცხადებაში.