პარლამენტშიც, მთავრობაშიც, გამოკვეთილად, ნომერ პირველი პარტია არის ,,ქართული ოცნება -დემოკრატიული საქართველო", მეორე პარტია არის ,,რესპუბლიკური პარტია", - ამის შესახებ ჟურნალისტებთან ,,რესპუბლიკური პარტიის" ერთ-ერთმა ლიდერმა დავით ბერძენიშვილმა განაცხადა.
ბერძენიშვილის თქმით, პარლამენტში ,,რესპუბლიკური" ფრაქცია შედარებით უფრო მოზრდილია, ვიდრე სხვა პარტნიორების ფრაქციები.
,,ფაქტობრივად პარლამენტშიც, მთავრობაშიც, გამოკვეთილად, ნომერ პირველი პარტია არის ,,ქართული ოცნება -დემოკრატიული საქართველო", მეორე პარტია არის ,,რესპუბლიკური პარტია", რომელსაც ჰყავს მთავრობაში თავისი მინისტრები და წარმომადგენლები. ჩვენი ფრაქცია ცოტა უფრო მოზრდილია, ვიდრე სხვა პარტნიორების ფრაქციები პარლამენტში. ეს მოცემულობაა. ძალიან მჭიდროდ და კარგად ვთანამშრომლობთ სხვა პარტნიორ პარტიებთან და ბუნებრივია ვვარაუდობთ, რომ ამ ორი პარტიის მიერ მიღწეული შეთანხმება, თუ ასეთი მოხდება, იქნება კოალიციის სხვა პარტნიორი პარტიების ინტერესებშიც. ჩვენ კორექტულები ვართ კოალიციის სუბიექტების მიმართ. მნიშვნელოვანია კვრიკაშვილის განცხადებაც, რომ ,,ქართული ოცნება" იქნება მნიშვნელოვანდ განახლებული" , -განაცხადა დავით ბერძენიშვილმა.