"რესპუბლიკელი" სენატორი ჯონ მაკკეინი პარტიის პრეზიდენტობის კანდიდატ დონალდ ტრამპს აკრიტიკებს და "რესპუბლიკელთა" იმ ნაწილს უერთდება, რომელიც ტრამპის ერთიან კანდიდატად დასახელების წინააღმდეგია.
როგორც euronews.ge წერს, მაკკეინი მიიჩნევს, რომ "რესპუბლიკელ" ამომრჩევლებს უნდა აფიქრებდეს, რამდენად აზარალებს ეროვნულ უსაფრთხოებას ტრამპის "არათანმიმდევრული და მართლაც საშიში განცხადებები".
"ისინი კარგად და საფუძვლიანად უნდა დაფიქრდნენ, თუ ვინ უნდა იყოს ამერიკის მთავარსარდალი და თავისუფალი სამყაროს ლიდერი", - მიიჩნევს მაკკეინი.