ევროკავშირი დღეს, 4 მარტს შენგენის სისტემის სრულყოფილი ფუნქციონირების აღსადგენად "საგზაო რუკის" მიღებას გეგმავს. როგორც euronews.ge წერს, დოკუმენტი ქვეყნების სასაზღვრო კონტროლის ეტაპობრივად გაუქმებას ითვალისწინებს. ასევე ათენს 12 მაისამდე ეძლევა დრო, გარე საზღვრები გაამკაცროს, წინააღმდეგ შემთხვევაში კი მოცდა შენგენის აღდგენამდე მოუწევს.
მიგრაციის, მოქალაქეობისა და საშინაო საქმეების საკითხებში ევროკომისრის, დიმიტრის ავრამოპულოსის განცხადებით, შენგენის გაუქმება არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება.
"ეს დასასრულის დასაწყისი იქნება," – განაცხადა მან გაზეთ Die Welt-თან ინტერვიუში.
მისი თქმით, სასაზღვრო კონტროლის აღდგენა ევროკავშირში სერიოზულ ფინანსურ დანაკარგებს მოიტანს.