თინა ხიდაშელი:  არ მგონია, რთული იყოს გასაგებად, რა ითქვა

თინა ხიდაშელი: არ მგონია, რთული იყოს გასაგებად, რა ითქვა

ვისაც უნდა გაიგოს რა ითქვა, არ მგონია, რთული იყოს გასაგებად, - ამის შესახებ თავდაცვის მინისტრმა თინა ხიდაშელმა მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა, როდესაც პრემიერის განცხადებას და კოალიციის მომავალთან დაკავშირებით დასმულ კითხვას გამოეხმაურა.

ხიდაშელი ფიქრობს, რომ ამ საკითხზე ნათლად გაკეთდა განცხადებები გუშინ პარლამენტის თავმჯდომარის, დღეს კი პრემიერ-მინისტრის მხრიდან.

"ამიტომ, მე არ მგონია, რომ რამე რთულია გასაგებად მათთვის, ვისაც უნდა გაიგოს რა ითქვა. მე ამაზე მეტ კომენტარს ვერ გავაკეთებ, იმიტომ, რომ ორივე მხარემ, კოალიციის ორივე სუბიექტმა - "რესპუბლიკელებმა" და პრემიერმა, როგორც "ქართული ოცნების" ლიდერმაც გააკეთეს განცხადებები", -განაცხადა ხიდაშელმა.