თურქეთში თავდასხმის შედეგად 2 პოლიციელი დაიღუპა. როგორც ადგილობრივი მედია იტყობინება, თავდასხმა თურქეთის სამხრეთ-აღმოსავლეთში, ქალაქ ნუსაიბინში მოხდა, სადაც "ქურთისტანის მუშათა პარტიის" წევრებმა პოლიციის შენობასთან დანაღმული ავტომობილი ააფეთქეს.
თავდასხმის შედეგად დაიჭრა რამდენიმე ადამიანი, მათ შორის სამოქალაქო პირები.