ჩრდილოეთ კორეის ლიდერმა კიმ ჩენ ინმა ბირთვული იარაღის სრულ მზადყოფნაში მოყვანის ბრძანება გასცა. როგორც "ბიბისი" წერს, მან ასევე მოითხოვა სამხედრო დოქტრინის გადახედვა, რათა ქვეყანას ჰქონდეს საშუალება, საჭიროების შემთხვევაში პრევენციული დარტყმა განახორციელოს.
"მზად უნდა ვიყოთ, რომ ბირთვული ქობინები ნებისმიერ დროს გამოვიყენოთ", - განაცხადა კიმ ჩენ ინმა.
საპასუხოდ, აშშ-მ მოუწოდა ჩრდილოეთ კორეას, თავი შეიკავოს პროვოკაციული ქმედებებისგან, რომელიც რეგიონის ესკალაციას იწვევს.
2006 წლიდან ფხენიანმა 4 ბირთვული ცდა ჩაატარა. საპასუხოდ, გაერო-მ ჩრდილოეთ კორეის წინააღმდეგ სანქციების პაკეტი დააწესა.