გერმანიის ფინანსთა მინისტრის აზრით, კრემლი საკუთარი ეროვნული ინტერსებიდან გამომდინარე ევროკავშირის ცალკეულ ქვეყნებს ერთმანეთის საწინააღმდეგოდ მოქმედებას აიძულებს.
როგორც euronews.ge წერს, ვოლფგანგ შოიბლეს მიაჩნია, რომ პუტინის სასარგებლოდ მოქმედება არ ღირს.
გერმანიის ფინანსთა მინისტრმა ლონდონის ეკონომიკისა და პოლიტიკური მეცნიერებების სკოლაში სტუმრობის დროს განაცხადა, რომ პუტინის ხრიკებზე წამოგება ევროპას არავითარ შემთხვევაში არ აწყობს, რადგან მისი მიზანი რეგიონის დასუსტებაა.
შოიბლეს თქმით, პუტინი საფრთხეს საერთო ევროპულ სოციალურ-დემოკრატიულ მოდელში ხედავს და ნაციონალური ინტერესების დაცვის მოწოდებით ერთმანეთის წინააღმდეგ აქეზებს.
ფინანსთა მინისტრი დარწმუნებულია, რომ კრემლს არა ევროკავშირისა და ნატოს გაფართოვება არამედ, ევროკავშირის მიერ რუსეთის წინააღმდეგ "რბილი ძალის" კონცეფციის გამოყენება აღელვებს, რაც ევროკავშირის ქვეყნების მიერ საგარეო ურთიერთობაში სასურველი შედეგის მისაღწევად დარწმუნებისა და სიმპათიის გაღვიძების სტრატეგიის გამოყენებას გულისხმობს.
"აი, რატომ ცდილობს პუტინი დაასუსტოს ევროპა მისი დანაწევრების და ვიწრო ეროვნულ ჩარჩოებში აზროვნების გავრცელების გზით. ჩვენ არ უნდა ავყვეთ მის ქმედებებს," – განაცხადა შოიბლემ.