იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ არასამთავრობო ორგანიზაციების განცხადების დაკმაყოფილებაზე უარი განაცხადა. როგორც ჟურნალისტებს "ადამიანის უფლებათა სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრის" წარმომადგენელმა სოფო ვერძეულმა საბჭოს სხდომიდან გამოსვლის შემდეგ განუცხადა, საბჭომ მოკლე განხილვის შემდეგ უარი თქვა მათი განცხადების დაკმაყოფილებაზე, რომელიც შეეხება საქალაქო სასამართლოს თავმჯდომარის დანიშვნის შეჩერებას მანამ, ვიდრე საქალაქო სასამართლო არ განიხილავს არასამთავრობო ორგანიზაციების საჩივარს.
"მოკლე განხილვის შემდეგ მათ თქვეს, რომ განცხადების დაკმაყოფილებას არ აპირებენ. ჩვენ ველოდებით, რომ ახალ თავმჯდომარეს დანიშნავენ, რაც იმას ნიშნავს, რომ დავის წარმოების დასრულების შემთხვევაშიც კი, თუ საქალაქო სასამართლო იტყვის, რომ მამუკა ახვლედიანის გადაყენება უკანონო იყო, აღარ იარსებებს აღსრულების შესაძლებლობა", - განაცხად სოფო ვერძეულმა.
როგორც არასამთავრობოების განცხადების პასუხად, იუსტიციის უმაღლეს საბჭოში განაცხდეს, საქალაქო სასამართლოს საქმესთან დაკავშირებით, განჩინება უკვე გამოტანილი ჰქონდა და საკითხის განხილვის საჭიროება აღარ იყო, თუმცა მათივე განმარტებით, საბჭოს წევრებს სრული უფლება ჰქონდათ, ახალი თავმჯდომარის არჩევის.
ამ დროისთვის იუსტიციის უმაღლესი საბჭო, საქლაქო სასამართლოს თავმჯდომარის არჩევის საკითხზე მსჯელობს. წარდგენილია ორი კანდიდატი - გიორგი ებანოიძე და გიორგი მიქაუტაძე.