მაროკოში დაკავებული ისლამისტები ტერაქტებს ბიოლოგიური იარაღის გამოყენებით გეგმავდნენ. როგორც "დოიჩე ველე" მაროკოს შინაგან საქმეთა სამინისტროზე დაყრდნობით წერს, ასეთია ექსპერტიზის შედეგები, რომლის ფარგლებში შესწავლილ იქნა ჩხრეკისას ამოღებული ნივთიერებები.
ტერორისტული დაჯგუფების ათი წევრი მაროკოში ორი კვირის წინ დააკავეს. ქვეყნის შსს-ს ინფორმაციით, ჯიჰადისტები აპირებდნენ მომწამლავი და მომაკვდინებელი ბიოლოგიური ნივთიერების გამოყენებას.
სამართალდამცველი ორგანოები მიიჩნევენ, რომ დაკავებულები ტერორისტულ დაჯგუფება "ისლამურ სახელმწიფოსთან" იყვნენ კავშირში.