საქალაქო სასამართლოს ყოფილი თავმჯდომარე მამუკა ახვლედიანისთვის გაუგებარია, რატომ იჩქარა საქალაქო სასამართლომ განცხადების გამოქვეყნება.
ასე ეხმაურება ახვლედიანი საქალაქო სასამართლოს განცხადებას, სადაც აღნიშნულია, რომ ახვლედიანის შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა.
"ვნახოთ რა გადაწყვეტილებას მიიღებს საბჭო. სად ეჩქარებათ ასე, არ ვიცი", - განუცხადა "იმედს" მამუკა ახვლედიანმა.
მამუკა ახვლედიანი ითხოვდა მიღებული ყოფილიყო დროებითი განჩინება, რომლითაც იუსტიციის უმაღლესი საბჭო საქალაქო სასამართლოს თავმჯდომარის დანიშვნის პროცესს შეაჩერებდა.
იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივნის ლევან მურუსიძის მიერ საქალაქო სასამართლოს თავმჯდომარის პოსტზე ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის თავმჯდომარე გიორგი მიქაუტაძეა წარდგენილი. საქალაქო სასამართლოს თავმჯდომარის თაობაზე იუსტიციის უმაღლესი საბჭო გადაწყვეტილებას დღეს მიიღებს.