პროცესები, რომელიც ბოლო პერიოდში ვითარდება, არის მიზანმიმართული კამპანია, რომლის მიზანია, დისკომფორტი შეუქმნან პროდასავლურ, ევროპულ, ევროატლანტიკურ პოლიტიკურ ძალებს - ამის შესახებ საქართველკოს თავდაცვის მინისტრმა თინათინ ხიდაშელმა ტელეკომპანია "რუსთავი 2"-ის გადაცემა "არჩევანში" სტუმრობისას განაცხადა.
"იმდენი ხანია ეს საუბრები უკვე საჯარო სივრცეში მიმდინარეობს, რომ ალბათ უკვე ყველაფერია ნათქვამი. მე, არც კი ვიცი ჩვენ სიახლე რა შეიძლება შევიტანოთ ამ საუბარში. იმიტომ, რომ მუდმივ აბსურდის თეატრში ვტრიალებთ...
თუკი პოლიტიკოსობის პრეტენზია გაქვს, პოლიტიკური პარტიის ლიდერობის პრეტენზია გაქვს და პირველად არ მოსულხარ პოლიტიკაში და ნამდვილად არ არიან ეს ბატონები გუშინდელი პოლიტიკოსები, მათ ძალიან ბევრი და გრძელი გზა აქვთ გამოვლილი, შეიძლება ერთხელ დაუშვა შეცდომა, მან რამდენჯერმე გააკეთა ეს ამ წლების განმავლობაში, მაგრამ მალე მთავრდებოდა.
როდესაც ასეთი მიზანმიმართული კამპანიის ხასიათს ატარებს შენი ქმედებები და დღევანდელი მისი განცხადება იყო საუკეთესო დასტური იმისა, რასაც მე ახლა ვიტყვი: ეს არის მიზანმიმართული კამპანია, ძალიან კონკრეტული ამოცანით - ქართულ პოლიტიკურ სივრცეში, რამდენადაც მათ ეს შეუძლიათ, დისკომფორტი შეუქმნან პროდასავლურ, ევროპულ, ევროატლანტიკურ პოლიტიკურ ძალებს", - განაცხადა თინათინ ხიდაშელმა.