ევროკავშირი ხვალ საქართველოსთვის უვიზო მიმოსვლის ეფექტურად ძალაში შესასვლელად სამართლებრივ ინსტრუმენტს გამოაქვეყნებს

ევროკავშირი ხვალ საქართველოსთვის უვიზო მიმოსვლის ეფექტურად ძალაში შესასვლელად სამართლებრივ ინსტრუმენტს გამოაქვეყნებს

ევროკავშირი ხვალ უვიზო მიმოსვლის ეფექტურად ძალაში შესასვლელად, სამართლებრივ ინსტრუმენტს მხოლოდ საქართველოსთვის გამოაქვეყნებს, - ამის შესახებ ინფორმაციას სოციალურ ქსელ "ფეისბუქში" საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი ზვიად კვაჭანტირაძე ავრცელებს.

"მეგობრებო, როგორც ევროკავშირთან საპარლამენტო ასოცირების კომიტეტის თავმჯდომარე ვარ ძალიან ბედნიერი, რომ დღეს მეძლევა საშუალება, წინასწარ გაგიზიაროთ ახლახან ბრიუსელიდან, ჩვენი მეგობარი ევროპარლამენტარებისგან მიღებული ძალიან სასიხარულო ინფორმაცია.

ხვალ, ბრიუსელი უვიზო მიმოსვლის ეფექტურად ძალაში შესასვლელად საბოლოოდ, ოფიციალურად გამოაქეყნებს შეთავაზებულ სამართლებრივ ინსტრუმენტს მხოლოდ საქართველოსთვის!!!

ეს არის საბოლოო გადაწყვეტილება, ბოლო ნაბიჯი ევროკავშირის მხრიდან, საქართველოს მოქალაქეებისთვის შენგენის შეთანხმების ქვეყნებში უვიზოდ მიმოსვლის ეფექტურად ძალაში შესაყვანად.

გილოცავთ ყველას და მადლობა ყველას, ვინც, მიუხედავად დიდი წინააღმდეგობებისა შინ და გარეთ, ამ დიდ ბრძოლაში ეს დიდი გამარჯვება მოგვაპოვებინა.

დარწმუნებული იყავით, ეს გამარჯვება უდიდეს სიკეთეებს მოუტანს ჩვენს ხალხს და ჩვენს ქვეყანას!", - წერს კვაჭანტირაძე.