ზაზა გაბუნია ცქიტიშვილის  ქუჩის მოსახლეობას შეხვდა

ზაზა გაბუნია ცქიტიშვილის ქუჩის მოსახლეობას შეხვდა

ნაძალადევში, ცქიტიშვილის  ქუჩას კაპიტალური რეაბილიტაცია ჩაუტარდება, ამის შესახებ ნაძალადევის რაიონის გამგებელმა - ზაზა გაბუნიამ ადგილობრივ მოსახლეობას ცქიტიშვილის ქუჩაზე გამართულ შეხვედრაზე ესაუბრა. სარეაბილიტაციო სამუშაოების ფარგლებში 6035  კვადრატულ მეტრ ფართობზე დაიგება ასფალტის საფარი, მოეწყობა ბორდიურები და ტროტუარები, გამოიცვლება მიწისქვეშა კომუნიკაციის პრობლემური მონაკვეთები. ადგილობრივების ინფორმაციით აღნიშნულ ქუჩაზე თითქმის 50 წელია სარემონტო სამუშაოები არ განხორციელებულა.

პროექტ „ ჩემი ნაძალადევის“- ფარგლებში გამართულ შეხვედრაზე ზაზა გაბუნიამ გამგეობის სამომავლო გეგმებსა და მიმდინარე პროექტებზეც  ისაუბრა და ადგილობრივების პრობლემები მოისმინა.