არანაირი უკეთესი პირობები იმ ტატუს სალონში, რომელიც ჩემს ეზოშია, კანონში დაგეგმილი ცვლილებებით არ შეიქმნება

არანაირი უკეთესი პირობები იმ ტატუს სალონში, რომელიც ჩემს ეზოშია, კანონში დაგეგმილი ცვლილებებით არ შეიქმნება

"ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთი ლიდერის მიხეილ მაჭავარიანის მტკიცებით, ეკონომიკიურ საქმიანობათა რეესტრის შემოღებითა და მასთან დაკავშირებული ახალი რეგულაციებით პრობლემები არ გადაიჭრება, ახალი პრობლემები კი, შეიქმნება.

მაჭავარიანი მთავრობის იმ საკანონმდებლო ინიციატივას აკრიტიკებს, რომელიც რეესტრის ახალი კატეგორიის – ეკონომიკიურ საქმიანობათა რეესტრის შემოღებას ითვალისწინებს. პროექტის მიხედვით, ეკონომიკური საქმიანობის სუბიექტებისთვის ეკონომიკურ საქმიანობათა რეესტრში რეგისტრაცია ნებაყოფლობითი იქნება, გარდა გამონაკლისი სუბიექტებისა. ეს გამოკლისია, ესთეტიკური და კოსმეტიკური სალონები და ის სუბიექტები არიან, რომლებიც ცხოველური საკვების, მცენარის პროდუქტების წარმოებით არიან დაკავებული. მათთვის ეკონომიკიურ საქმიანობათა რეესტრში რეგისტრირება სავალდებულო იქნება. ეკონომიკურ საქმიანობათა რეესტრში დარეგისტრირება სავალდებულო იმ ფირმებისთვისაც ხდება, რომლებიც უცხოეთში დასაქმების მომსახურებას ეწევიან.

"ტყუილია საუბარი იმის შესახებ, თითქოს აღნიშნულს ევროდირექტივა ითვალისწინებს. მიმაჩნია, რომ ეს არის დამატებითი თავის ტკივილი და პრობლემის შექმნა, დამატებითი შემოწმების შემოღება. თუნდაც ადგილობრივ დონეზე ჯანდაცვის დეპარტამენტის რამდენიმე თანამშრომელი ვერ აუვა ამ საქმიანობას და არანაირი გარანტია იმისა, რომ ეს მომხმარებლისთვის წარმატებით დასრულდეს, არ არსებობს. მიმაჩნია, რომ ადგილი აქვს სახელმწიფოს როლის უაზროდ გაზრდას და ჩინოვნიკების კეთილდღეობაზე ზრუნვას, რომ ჩინოვნიკი ტიპად გამოჩნდეს. არანაირი უკეთესი პირობები იმ სადალაქოში თუ ტატუს სალონში, რომელიც ჩემს ეზოშია, ამ ცვლილებებით არ შეიქმნება – უბრალოდ ერთი შემმოწმებელი დაემატება", - აცხადებს მიხეილ მაჭავარიანი.