პირველ რიგში ჩემი ინტერესია, ალექსი პეტრიაშვილზე საქმეზე ობიექტური ჭეშმარიტება რაც შეიძლება სწრაფად დადგინდეს

პირველ რიგში ჩემი ინტერესია, ალექსი პეტრიაშვილზე საქმეზე ობიექტური ჭეშმარიტება რაც შეიძლება სწრაფად დადგინდეს

შინაგან საქმეთა მინისტრ გიორგი მღებრიშვილის განცხადებით, პირველ რიგში მისი ინტერესია, ალექსი პეტრიაშვილზე თავდასხმის საქმეზე ობიექტური ჭეშმარიტება რაც შეიძლება სწრაფად დადგინდეს შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურის ცნობით, ამის შესახებ მღებრიშვილმა პარტია "თავისუფალი დემოკრატების" ლიდერებთან, ვიქტორ დოლიძესა და ირაკლი ჩიქოვანთან შეხვედრაზე განაცხადა.

მათივე ინფორმაციით, როგორც შს მინისტრმა შეხვედრაზე აღნიშნა, მიმდინარეობს ინტენსიური საგამოძიებო მოქმედებები, მაქსიმალური რესურსია მიმართული სავარაუდო დამნაშავეების დაკავებისა და საქმის გონივრულ ვადებში გახსნის მიზნით.

შს მინისტრის თქმით, დანიშნულია შესაბამისი ექსპერტიზები და იმ შემთხვევაში, თუ რიგი გარემოებები გამოიკვეთა, გამორიცხული არ არის, საქმის გადაკვალიფიცრება მოხდეს.