შენგენის წესების გამოყენება შენგენის გადარჩენის ერთადერთი გზაა, - euronews.ge-ს ინფორმაციით, ამის შესახებ ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა დონალდ ტუსკმა რამდენიმე წუთის წინ, ავსტრიის კანცლერთან შეხვედრის შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
ტუსკმა და ავსტრიის კანცლერმა ფაიმანმა შეხვედრაზე ლტოლვილთა კრიზისი და შენგენის ზონის პრობლემები განიხილეს.
თავის მხრივ, პრესკონფერენციაზე ავსტრიის მთავრობის მეთაურმა ხაზი გაუსვა ევროკავშირის ერთიანი მიდგომის ჩამოყალიბების აუცილებლობას, წინააღმდეგ შემთხვევაში კი, მისი თქმით, ავსტრია გააგრძელებს დამოუკიდებლად გადაწყვეტილებების მიღებას.
აღნიშნულის საპასუხოდ დონალდ ტუსკმაც აღნიშნა, რომ ერთიანი მიდგომის ჩამოყალიბება მნიშვნელოვანია.
"ცალკეული წევრების მიერ ინდივიდუალური მიდგომები აზიანებს შენგენის ზონას, ამიტომაც, უპირველესი ამოცანა მისი შენარჩუნებაა", - განაცხადა ტუსკმა.
ინფორმაციის სრული ვერსია იხილეთ ბმულზე: http://www.euronews.ge/archives/1100