იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა ქორწინების, როგორც ქალისა და მამაკაცის ერთობის, კონსტიტუციაში განსაზღვრის თაობაზე პროექტი არ განიხილა

იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა ქორწინების, როგორც ქალისა და მამაკაცის ერთობის, კონსტიტუციაში განსაზღვრის თაობაზე პროექტი არ განიხილა

პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა უარი თქვა იმ საკონსტიტუციო წინადადების განხილვაზე, რომელიც კონსტიტუციაში ქორწინების, როგორც ქალისა და მამაკაცის ერთობის განსაზღვრას ითვალისწინებს.

საუბარია პარლამენტში ორგანიზაცია "დაიცავი შენი უფლებების" მიერ წარდგენილ საკონსტიტუციო ცვლილებების პროექტზე, რომელიც კომიტეტმა დღევანდელ სხდომაზე უარყოფითად ცნო, თუმცა პროექტის შინაარსობრივი განხილვა არ გამართულა.

კომიტეტის უარყოფითი დასკვნის მიზეზი კონსტიტუციაში ცვლილებების განხორციელების პროცედურებს უკავშირდება. როგორც კომიტეტის თავმჯდომარემ ვახტანგ ხმალაძემ განმარტა, კომიტეტს საკონსტიტუციო წინადადების საკონსტიტუციო ინიციატივად ქცევის და პარლამენტისთვის მისი წარდგენის უფლებამოსილება არ გააჩნია და ამის უფლება აქვს პარლამენტის სრული შემადგენლობის ნახევარზე მეტს და 200 ათასს ამომრჩეველს.

ვახტანგ ხმალაძემ ისიც აღნიშნა, რომ აღნიშნულ საკონონმდებლო წინადადებას თან ერთვის პარლამენტის 150 წევრის სია, სადაც მითითებულია, რომ პროექტზე წარმომადგენლობის უფლებამოსილება პარლამენტის წევრებს ენიჭება, თუმცა მასზე არც ერთი დეპუტატის ხელმოწერა არ არის.