სირიის პრეზიდენტის ბაშარ ალ-ასადის განცხადებით, ხელისუფლება ყველაფერს გააკეთებს სამშვიდობო ზავის დაცვის მიზნით.
როგორც "ბიბისი" იტყობინება, ამის შესახებ ასადმა გერმანულ ტელეკომპანია ARD-სთვის მიცემულ ინტერვიუში განაცხადა.
ასადის შეფასებით, სირიაში ჰუმანიტარული კატასტროფაა, ხოლო სამშვიდობო ზავი სირიისთვის "იმედის სხივია".
სირიაში სამშვიდობო ზავი ძალაში 27 თებერვალს შევიდა და სირიის სამთავრობო არმიასა და ე.წ. ზომიერ ოპოზიციას შორის საბრძოლო მოქმედებების შეწყვეტას ითვალისწინებს. აღნიშნული შეთანხმება არ ვრცელდება "ისლამურ სახელმწიფოსა" და "ჯაბჰათ ალ-ნუსრაზე".