შს მინისტრი

შს მინისტრი "თავისუფალი დემოკრატების" წევრებს ხვდება

შს მინისტრი გიორგი მღებრიშვილი პარტია "თავისუფალი დემოკრატების" წარმომადგენლებს ხვდება. შეხვედრაში ირაკლი ჩიქოვანი და ვიქტორ დოლიძე მონაწილეობენ.

გიორგი მღებრიშვილთან შეხვედრა თავად ”თავისუფალმა დემოკრატებმა”, პარტიის ერთ-ერთ ლიდერ ალექსი პეტრიაშვილზე განხორციელებული თავდასხმის საკითხზე ითხოვეს. შესაბამისად, შს მინისტრი ჩიქოვანსა და დოლიძეს, სავარაუდოდ, სწორედ აღნიშნულ საქმეზე დაწყებული გამოძიების შესახებ მიაწვდის ინფორმაციას.

როგორც ცნობილია, ალექსი პეტრიაშვლს რამდენიმე დღის წინ თავს დაესხნენ. "თავისუფალი დემოკრატების" ერთ-ერთი ლიდერი რამდენიმე ადგილზე დაჭრეს, რის გამოც მას ორი ოპერაცია ჩაუტარდა.

შსს-ში საქმესთან დაკავშირებით გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე მუხლით დაიწყო, რაც ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებას გულისხმობს.