გიგი წერეთელი ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტობის კანდიდატად დასახელდა

გიგი წერეთელი ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტობის კანდიდატად დასახელდა

"ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთი ლიდერი გიგი წერეთელი ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტობის კანდიდატად დასახელდა.

როგორც "ინტერპრესნიუსს" "ნაციონალური მოძრაობის" პრესსამსახურიდან აცნობეს, გიგი წერეთელი, ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის ვიცე-პრეზიდენტად უკვე მეორე ვადითაა არჩეული. ამასთან, ის ევროპის სახალხო პარტიის (EPP) ფრაქციასაც ხელმძღვანელობს, რომელმაც გიგი წერეთელი ასამბლეის პრეზიდენტობის კანდიდატად დაასახელა. აღსანიშნავია, რომ ასამბლეის ამჟამინდელი პრეზიდენტის ილკა კანევრას (ფინეთი) საპრეზიდენტო ვადა ეწურება და ეუთო-ს წესდების თანახმად, ხელახალი კენჭისყრის უფლება არ აქვს.

მათივე ინფორმაციით, არჩევნები 2016 წლის ივლისში, თბილისში, საგაზაფხულო სესიის მიმდინარეობისას გაიმართება, რომელსაც დაახლოებით 800-ზე მეტი სტუმარი ეყოლება.

ასამბლეის სესია, რომელზეც გიგი წერეთელი კანდიდატად დასახელდა გასულ კვირას ვენაში გაიმართა. სესიაზე სიტყვით გამოსვლის გარდა, გიგი წერეთელმა შეხვედრები გამართა ასამბლეის პრეზიდენტ ილკა კანერვასთან, გენერალურ მდივან რობერტო მონტელასთან, ევროკომისართან ჰუმანიტარული დახმარებისა და კრიზისების მართვის საკითხებში ქრისტოს სტილიანიდთან და ეუთო-ს ადამიანის უფლებათა და დემოკრატიის ოფისის ხელმძღანელ გეორგ ლინკთან.

შეხვედრების ფარგლებში განიხილეს საქართველოში ჩასატარებელი საზაფხულო სესიისა და ოქტომბრის არჩევნებთან დაკავშირებული თემები.