აბდულაევის თქმით, მომავალში მიწოდება კიდევ უფრო გაიზრდება, რადგან 2018 წლიდან სავარაუდოდ „გაზის სამხრეთის დერეფანი“ ამოქმედდება.
აზერბაიჯანი საქართველოს წელიწადში დამატებით 500 მილიონ კუბომეტრ ბუნებრივ აირს მიაწვდის. ამის შესახებ აზერბაიჯანული სახელმწიფო კომპანია „SOCAR“-ის პრეზიდენტმა როვნაგ აბდულაევმა განაცხადა.
„ჩვენ ადრე „შაჰდენიზიდან“ 800 მილიონ კუბურ მეტრ აირს იღებდა წელიწადში. ახლა ჩვენ შეგვიძლია მოწოდება 1,5 მილიარდ კუბურ მეტრამდე გავზარდოთ ამ გაზსადენის მეშვეობით, და იმავე რაოდენობით გაზს მიიღებს საქართველო რომელიც ჩვენს ორ ქვეყანას კაზახის რაიონში შეაერთებს,“ - განაცხადა მან.
მისი თქმით, ადრე ამის ტექნიკური შესაძლებლობები არ არსებობდა. მაგრამ კონსორციუმ „შაჰდენიზის“ დახმარებით ეს ახლაა უკვე შესაძლებელია. მომავალში მიწოდება კიდევ უფრო გაიზრდება, რადგან 2018 წლიდან სავარაუდოდ „გაზის სამხრეთის დერეფანი“ ამოქმედდება.