უკვე გვყავს არაერთი საპროდიუსერო ჯგუფი, რომელიც საქართველოში კინოფილმების გადაღებითაა დაინტერესებული

უკვე გვყავს არაერთი საპროდიუსერო ჯგუფი, რომელიც საქართველოში კინოფილმების გადაღებითაა დაინტერესებული

უკვე გვყავს არაერთი საპროდიუსერო ჯგუფი, რომელიც დაინტერესებულია საქართველოში ახალი კინოფილმების გადაღებით, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა პროგრამის "აწარმოე საქართველოში" ახალი კომპონენტის პრეზენტაციაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

როგორც პრემიერმა აღნიშნა, პროგრამა "გადაიღე საქართველოში" ქვეყანაში კინოინდუსტრიის განვითარებას ემსახურება.  

"სულ ცოტა ხნის წინ ჩვენ პროგრამა "აწარმოე საქართველოს" ფარგლებში წარმოვადგინეთ ახალი პროგრამა "გადაიღე საქართველოში". ეს არის პროგრამა, რომელიც ემსახურება საქართველოში კინოინდუსტრიის განვითარებას და დიდი სიხარულით მინდა აღვნიშნო, რომ ჩვენ უკვე გვყავს არაერთი საპროდიუსერო ჯგუფი, როგორც ადგილობრივი ისე საერთაშორისო, რომელიც დაინტერესებულია საქართველოში ახალი კინოფილმების გადაღებით", - განაცხადა კვირიკაშვილმა.