მეტროპოლიტენის თანამშრომლები უვადო გაფიცვის დაწყებით იმუქრებიან

მეტროპოლიტენის თანამშრომლები უვადო გაფიცვის დაწყებით იმუქრებიან

თბილისის სატრანსპორტო კომპანია მეტროპოლიტენის თანამშრომლების ნაწილმა დღეს პირობების გაუმჯობესების მიზნით აქცია მოაწყო.

მეტროპოლიტენ "დიდუბის" სადგურთან თანამშრომელთა ნაწილი შეიკრიბა. ადგილზე იმყოფება ასევე თბილისის სატრანსპორტო კომპანია მეტროპოლიტენის ელექტრომატარებლის მემანქანეების დამოუკიდებელი პროფკავშირის "ერთობა-2013"-ის წევრები.

როგორც "ინტერპრესნიუსსთან" საუბრისას "ერთობა 2013"-ის თავმჯდომარის მოადგილე ზაზა ბარბაქაძემ განუცხადა, მათი მოთხოვნების შესახებ დღეს წერილობით მიმართავენ ჯანდაცვის სამინისტროს, მერიასა და თბილისის სატრანსპორტო კომპანიის ადმინისტრაციას. მეტროპოლიტენის მემანქანეები ითხოვენ ხელფასების კორექციას ლარის კურსის შესაბამისად. მათი ერთ-ერთი მოთხოვნაა ასევე ანაზღაურება ჰქონდეთ წელთა ნამსახურების მიხედვით და ღამის საათებში მათი მუშაობა განსხვავებული ტარიფით ანაზღაურდეს.

როგორც "ინტერპრესნიუსთან" საუბრისას პროფკავშირების წევრმა მემანქანე რატი კაპანაძემ განაცხადა, მეტროპოლიტენში დასაქმებული მემანქანეთა საშუალო ხელფასი თვეში 1050 ლარია. აქციის მონაწილეების თქმით, ინფლაციის შედეგად მათი ხელფასი წინა წლებთან შედარებით დაბალი მსყიდველუნარიანობისააა. კაპანაძე აცხადებს, რომ მემანქანეების შრომა ძალზე მძიმე და საპასუხისმგებლოა და საჭიროა მათი ანაზღაურების ლარის კურსის შესაბამისად კორექცია მოხდეს.

როგორც აქციის მონაწილეები აცხადებენ, კანონის შესაბამისად ისინი 21 დღეს დაელოდებიან, რის შემდეგაც თუ ხელისუფლება მათ წერილებზე რეაგირებას არ მოახდენს, უვადო გაფიცვებს დაიწყებენ.

აქციის მონაწილეები აცხადებენ, რომ მათი დღევანდელი საგაფიცვო მოქმედებების დაწყების მიუხედავად, მეტროპოლიტენი შეფერხელად მუშაობს.