აშშ-ში ე.წ. სუპერსამშაბათი გაიმართება

აშშ-ში ე.წ. სუპერსამშაბათი გაიმართება

დღეს აშშ-ში ე.წ. სუპერსამშაბათი გაიმართება - რესპუბლიკური და დემოკრატიული პარტიები აშშ-ის 13 შტატში პრაიმერიზებსა და კოკუსებს ჩაატარებენ.

როგორც "ბიბისი" წერს, ორივე პარტია პრეზინდენტობის კანდიდატებს ოფიციალურად რამდენიმე თვეში წარადგენს, თუმცა არ არის გამორიცხული, რომ მათი ვინაობა უკვე დღეს გახდეს ცნობილი.

ამერიკული ტელეკომპანია CNN-ის გამოკითხვის თანახმად, მილიარდერ დონალდ ტრამპს რესპუბლიკური პარტიის მხარდამჭერთა თითქმის ნახევარი უჭერს მხარს.

რაც შეეხება კანდიდატებს დემოკრატიული პარტიიდან, აშშ-ის ყოფილი სახელმწიფო მდივანი ჰილარი კლინტონი ერთ-ერთ მთავარ მეტოქეს, სენატორ ბერნი სანდერს 16%-ით უსწრებს.