"მაესტროში" მიმდინარე მოვლენებს თვალს ვადევნებთ, რადგან გვაინტერესებს რა გარემო იქნება არჩევნებისთვის

"მაესტროში" მიმდინარე მოვლენებს მჭიდროდ ვადევნებთ თვალს, რადგან გვაინტერესებს რა გარემო იქნება არჩევნებისთვის, - ამის შესახებ ამერიკის შეერთებული შტატების ელჩმა საქართველოში იან კელიმ ტელეკომპანია "მაესტროს" ირგვლივ განვითარებული მოვლენების კომენტირებისას აღნიშნა.

"ყველა პოლიტიკურ მხარეს უნდა ჰქონდეს საშუალება, რომ თავისი ხმა მიაწოდოს მედიასაშუალებებს და თავისი აზრი გამოთქვას სხვადასხვა მედიის მეშვეობით", - აღნიშნა იან კელიმ.