ვალტერ შტაინმაიერი:  გერმანია უკრაინაში ზავის მუდმივი დარღვევით შეშფოთებულია

ვალტერ შტაინმაიერი: გერმანია უკრაინაში ზავის მუდმივი დარღვევით შეშფოთებულია

გერმანია უკრაინაში ზავის მუდმივი დარღვევით შეშფოთებულია, - როგორც euronews.ge "ფრანს პრესზე" დაყრდნობით წერს, ამის შესახებ გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ვალტერ შტაინმაიერმა გაეროს უშიშროების საბჭოს განუცხადა.

სააგენტოს განმარტებით, მინისტრმა შეშფოთება გამოთქვა იმის თაობაზეც, რომ მონიტორებს არ ეძლევათ შესაძლებლობა დააკვირდნენ ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების შესრულებას.

"მინსკის შეთანხმება ერთადერთი ინსტრუმენტია, რომელიც კონფლიქტის დასრულებას უწყობს ხელს და რომელმაც პოლიტიკურ მოგვარებამდე უნდა მიგვიყვანოს", - განაცხადა შტაინმაიერმა.