იან კელი ალექსი პეტრიაშვილზე:   შოკში ვიყავით, როცა ამ შემთხვევის შესახებ შევიტყვეთ

იან კელი ალექსი პეტრიაშვილზე: შოკში ვიყავით, როცა ამ შემთხვევის შესახებ შევიტყვეთ

მთავრობა დაინტერესებულია, რომ ეს საქმე გამოიძიოს, - ასე გამოეხმაურა საქართველოში აშშ-ის ელჩი იან კელი "თავისუფალი დემოკრატების" ერთ-ერთ ლიდერზე ალექსი პეტრიაშვილზე განხორციელებულ თავდასხმას.

"გამოძიებასთან დაკავშირებით კომენტარი არ მაქვს, გეტყვით, რომ შოკში ვიყავით, როცა ამ შემთხვევის შესახებ შევიტყვეთ. ალექსის ვუსურვებ, რომ სწრაფად გამოჯანმრთელდეს. ეს შემთხვევა ძალიან საინტერესოა და თავად მთავრობა არის ძალიან დაინტერესებული ამ საქმის გამოძიებით", - აღნიშნა იან კელიმ.