აშშ თავდაცვის დეპარტამენტი "ისლამური სახელმწიფოს" წინააღმდეგ აგრესიულ კიბერ ომს იწყებს. როგორც euronews.ge "ასოშიეიტედ პრესზე" დაყრდნობით წერს, ამის შესახებ განცხადება აშშ-ს თავდაცვის მდივანმა ეშტონ კარტერმა წარმომადგენლობით პალატაში გააკეთა.
შეტევების მიზანია მოხალისეთა აყვანის კამპანიის შეჩერება და განეიტრალება, რომელიც "ისლამური სახელმწიფოს" ინტერნეტისა და სოციალური მედიის საშუალებით ხორციელდება.
"დეპარტამენტი შეტევებს რამდენი პუნქტიდან განახორციელებს. ამ კამპანიის უდიდესი ნაწილი გასაიდუმლოებულია", - წერს euronews.ge.
კარტერმა დეტალების დაკონკრეტებისგან თავი შეიკავა.