იან კელი - ქალი პოლიციელის როლი პოლიციელების ტრადიციულ როლს კიდევ უფრო აფართოებს

იან კელი - ქალი პოლიციელის როლი პოლიციელების ტრადიციულ როლს კიდევ უფრო აფართოებს

მსოფლიოში მშვიდობის, უსაფრთხოებისა და მართლწესრიგის დამკვიდრებისთვის ქალთა წვლილი ძალიან მნიშვნელოვანია, - ამის შესახებ ამერიკის ელჩმა საქართველოში იან კელიმ საერთაშორისო კონფერენციაზე "ქალები პოლიციაში" სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. 

ელჩმა საქართველოს შს მინისტრს ღონისძიების ორგანიზებისთვის მადლობა გადაუხადა და სხვადასხვა ქვეყნებიდან ჩამოსულ დელეგატებს მიესალმა. 
"3 მარტს ჩვენ აღვნიშნავთ დედის დღეს. 8 მარტს აღვნიშნავთ ქალთა დღეს. ეს ღონისძიება საგანგებოდ დავამთხვიეთ დღევანდელ დღეს. შევახსენოთ საზოგადოებას, თუ რამდენად დიდ როლს თამაშობენ ქალები სამართალდამცავი ორგანოების მუშაობაში. ჩვენ ვცდილობთ ხელი შევუწყოთ მათ, რომ თავიანთი პოტენციალის სრული რეალიზება მოახდინონ. ქალი პოლიციელის როლი პოლიციელების ტრადიციულ როლს კიდევ უფრო აფართოებს", - განაცხადა ელჩმა. 

მისივე თქმით, ამ სფეროში ქალებს განსაკუთრებული როლი და ხედვა გააჩნიათ. 

"ქალთა როლის გაძლიერება აშშ-ის საგარეო პოლიტიკის უმთავრეს პრიორიტეტს წარმოადგენს. უკვე აღარავინ დაობს, რომ ქვეყნის სოციალურ-ეკონომიკურ და პოლიტიკურ ვითარებაში ქალები უნდა იყვნენ ჩართული", - აღნიშნა იან კელიმ. 

კონფერენცია "ქალები პოლიციაში" სასტუმრო "რედიოსნში" მიმდინარეობს.