საფრანგეთში მიგრანტებსა და პოლიციელებს შორის შეტაკებები მოხდა. როგორც დასავლური მედია წერს, გუშინ სამართალდამცველებმა საფრანგეთის ჩრდილოეთში მდებარე ქალაქ კალესთან, მიგრანტთა ბანაკის ნაწილის დემონტაჟი გადაწყვიტეს, რამაც მიგრანტების პროტესტი გამოიწვია.
არეულობაში 200-მდე მიგრანტი მონაწილეობდა, მათ სამართალდამცველებს ქვები დაუშინეს და რამდენიმე კარავი დაწვეს. პოლიციამ საპასუხოდ ცრემლსადენი გაზი გამოიყენა.
საფრანგეთის მთავრობის ცნობით, ბანაკში 1 000-მდე მიგრანტი ცხოვრობდა, თუმცა, არაოფიციალური ინფორმაციით, მათი რაოდენობა 3 400-ს აღწევდა.
როგორც გერმანული გამოცემა "დოიჩე ველე" წერს, მიგრანტებს საფრანგეთის სხვა რეგიონებში გადაიყვანენ, თუმა უმრავლესობას კალეს დატოვება არ სურს, რადგან დიდ ბრიტანეთში აპირებს ჩასვლას.