ვიდრე საქართველოში არ იქნება სამართლიანი სასამართლო, ვიდრე ქვეყანაში მურუსიძე მოსამართლე იქნება, არაფერი გვეშველება, - ამის შესახებ "საქართველოს განვითარების ფონდის" ხელმძღვანელმა პაატა ბურჭულაძემ გაზეთ "კვირის პალიტრას" განუცხადა.
ჟურნალისტის შეკითხვაზე, რას მიიჩნევს ამ ხელისუფლების ყველაზე დიდ ხარვეზად, ბურჭულაძე პასუხობს - სამართალს.
"ვიდრე საქართველოში არ იქნება სამართლიანი სასამართლო, ვიდრე ქვეყანაში მურუსიძე მოსამართლე იქნება, არაფერი გვეშველება. დღევანდელმა ხელისუფლებამ წინას უსამართლობის მთელი პასუხისმგებლობა გადმოიბარა მას შემდეგ, რაც მურუსიძე შემოისვა მხრებზე და დაატარებს აქეთ-იქით", - განაცხადა ბურჭულაძემ.