პორტუგალიის მთავრობამ გაეროს გენერალური მდივნის თანამდებობაზე ანტონიო გუტერესის კანდიდატურა წარადგინა

პორტუგალიის მთავრობამ გაეროს გენერალური მდივნის თანამდებობაზე ანტონიო გუტერესის კანდიდატურა წარადგინა

პორტუგალიის მთავრობამ გაეროს ლტოლვილთა ყოფილი უმაღლესი კომისარი ანტონიო გუტერესი გენერალური მდივნის თანამდებობაზე წარადგინა. ამის შესახებ euronews.ge "როიტერზე" დაყრდნობით წერს.

სააგენტოს განმარტებით, აღნიშნულის თაობაზე პორტუგალიის მთავრობამ გუშინ ოფიციალურად მიწერა გენერალურ ასამბლეასა და უშიშროების საბჭოს.
გუტერესი 1995-2002 წლებში პორტუგალიის პრემიერ-მინისტრი და 1995 წლიდან-2015 წლამდე გაეროს ლტოლვილთა უმაღლესი კომისარი იყო. 
გაეროს მოქმედ გენერალურ მდივან ბან კი მუნს უფლებამოსილების ვადა 2016 წელს ეწურება.