საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი ამერიკის შეერთებული შტატების ელჩის საქართველოში, იან კელის რეზიდენციაში გამართულ მიღებას დაესწრო.
მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახურის ინფორმაციით, იან კელიმ საქართველოს პრემიერ-მინისტრსა და საქართველოში ვიზიტად მყოფ ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებათა თანათავმჯდომარეებს სამუშაო ვახშამზე უმასპინძლა.
ამერიკის შეერთებული შტატების ელჩმა გიორგი კვირიკაშვილს ილინოისის უნივერსიტეტის, როგორც ამ უნივერსიტეტის კურსდამთავრებულს, სიმბოლური საჩუქრები გადასცა.