ბაბუცა გორდაძე:   ჩემი დაკავების საქმეში უცნობი ქართველი ქალბატონი მონაწილეობდა

ბაბუცა გორდაძე: ჩემი დაკავების საქმეში უცნობი ქართველი ქალბატონი მონაწილეობდა

მალაიზიაში ნარკოტიკული ნივთიერებების გადატანის გამო დაკავებული ბაბუცა გორდაძე, რომელსაც სიკვდილით დასჯა ჰქონდა მისჯილი, საქართველოში დაბრუნების შემდეგ პირველ კომენტარს აკეთებს.

ბაბუცა გორდაძის განცხადებით, მისი დაკავების საქმეში უცნობი ქართველი ქალბატონი მონაწილეობდა, რომელიც ამჟამად მიმალვაში იმყოფება. მისივე თქმით, მალაიზიური სასამართლოს მიერ მისი გათავისუფლების მიზეზი გახდა ის, რომ ამანათზე, სადაც ნარკოტიკული ნივთიერება ინახებოდა, არ აღმოჩნდა მისი "დე-ენ-ემის" და თითის ანაბეჭდის კვალი, რაც იყო ყველაზე მთავარი და მყარი მტკიცებულება. ასევე, დიდი როლი ითამაშა ნარკოტრაფიკის საქმეში საქართველოს ხელისუფლების ჩარევამ.

"თუ არ ვცდები, ღამის 10 საათზე, მალაიზიელმა სამართალდამცავებმა მოიტანეს ჩემს ნომერში ჩანთა, რომელზეც იყო ჩემი სახელი.

სამართალდამცავები მთხოვდნენ, რომ ეს ჩანთა გამეხსნა, მაგრამ თავს უფლება არ მივეცი ჩანთის გახსნის. სამართალდამცავებმა თვითონ მოახდინეს ჩანთის გახსნა და აღმოჩნდა სურათები, რომლებშიც მოთავსებული იყო ნარკოტიკული ნივთიერება. მე თვითონ გაოცებული დავრჩი, რადგან არ ვიცოდი ეს ნარკოტიკული ნივთიერება საიდან და როგორ აღმოჩნდა იმ ჩანთაში. როდესაც დამაკავეს ქართველებისგან გავიგე, რომ იყო ერთი ქართველი მანდილოსანი, რომელზეც მითხრეს რომ გაქცეულია და ძებნაშია, მითხრეს, რომ იმ მანდილოსნის მსხვერპლი აღმოვჩნდი", - განაცხადა ბაბუცა გორდაძემ.

მისივე თმით, არაფერი იცის იმის შესახებ თუ რა მდგომარებაშია ამჟამად ნაკოტრაფიკის საქმეზე დაკავებული კიდევ ერთი ქალბატონი დარეჯან კოხტაშვილი. გორდაძის თქმით, დარეჯან კოხტაშივილის დაკავების შესახებ მხოლოდ წინასწარი დაკავების იზოლატორში ყოფნის დროს გაიგო.

ბაბუცა გორდაძესთან ინტერვიუს "რუსთავი 2" ავრცელებს.