უკრაინაში საპრეზიდენტო არჩევნების შემთხვევაში პოროშენკო 9%-ს, ტიმოშენკო კი 6,8 %-ს მიიღებდა

უკრაინაში საპრეზიდენტო არჩევნების შემთხვევაში პოროშენკო 9%-ს, ტიმოშენკო კი 6,8 %-ს მიიღებდა

უკრაინაში საპრეზიდენტო არჩევნები თებერვლის მეორე ნახევარში რომ გამართულიყო, ყველაზე დიდ მხარდაჭერას მოქმედი პრეზიდენტი პეტრო პოროშენკო და "ბატკივშინას" ლიდერი იულია ტიმოშენკო მიიღებდნენ. "ლიგა.ნეტ"-ის ინფორმაცით, ასეთია სოციოლოგიური გამოკითხვის შედეგები, რომელიც კიევის სოციოლოგიის საერთაშორისო ინსტიტუტმა ჩაატარა.

ამ კვლევის თანახმად, პოროშენკოს მხარს გამოკითხულთა 9 % დაუჭერა, ტიმოშენკოს 6,8 %, მესამე ადგილზე რადიკალური პარტიის ლიდერი ოლეგ ლიაშკო გავიდა 4,6 %-ით.

გამოკითხვით 5,1 % მხარს სხვა კანდიდატურას დაუჭერდა, 27,5 % ჯერ არ ჩამოყალიბებულა კანდიდატურასთან დაკავშირებით, ხოლო 25,1 % არჩევნებში მონაწილეობას საერთოდ არ მიიღებდა.