ასადის ჯარის მიერ ალყაში მოქცეულ ქალაქ მუადამიაში, რომელიც დამასკოს სიახლოვეს მდებარეობს, გაეროს ჰუმანიტარული დახმარების სატვირთო მანქანების პირველი ნაკადი შევიდა. როგორც euronews.ge წერს, ქალაქის მცხოვრებლებს საბნები და პირადი ჰიგიენის საშუალებები დაურიგდათ.
სააგენტოს განმარტებით, ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმების ძალაში შესვლიდან სირიაში მოხალისეებმა პირველად დაიწყეს ჰუმანიტარული დახმარების ალყაშემორტყმულ ქალაქებში განაწილება. დღეს გაეროს 10 სატვირთო მანქანა 15-დან, რომელიც საბნებითა და პირადი ჰიგიენისთვის საჭირო ნივთებით იყო დატვირთული, სირიის არმიის მიერ ალყაშემორტყმულ დამასკოს შემოგარენში შევიდა.
გაეროს მიერ გავრცელებული ინფორმაციით, სირიის ალყაშემორტყმულ ტერიტორიებზე ათასობით მშვიდობიან მოქალაქეს შიმშილისგან სიკვდილი ემუქრება, - წერს euronews.ge