"ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთი ლიდერი, დეპუტატი დავით დარჩიაშვილი ჭორს უწოდებს გავრცელებულ ინფორმაციას, თითქოს "ნაციონალური მოძრაობის" სიის პირველი ნომერი საპარლამენტო არჩევნებზე შესაძლოა, ყოფილი პრეზიდენტის მეუღლე სანდრა რულოვსი იყოს.
"ეს არის აბსოლუტური ჭორი, გავრცელებული, არ ვიცი, პროვოკაციული მიზნით, ან როგორი მიზნით. უბრალოდ, ადამიანები თავისთვის მსჯელობენ, ფიქრობენ, მაგრამ პარტიული დოკუმენტი ეს არ არის. ჯერ კიდევ წინ არის დრო იმისათვის, რომ პარტია თავის საარჩევნო სიაზე ჩამოყალიბდეს და საზოგადოებას ამცნოს", - განუცხადა "ინტერპრესნიუსს" დარჩიაშვილმა და აღნიშნა, რომ ჯერ მსგავსი არაფერი ყოფილა.