სანდრა რულოვსის სიის პირველად ნომრად დასახელებასთან დაკავშირებით ინფორმაციას

სანდრა რულოვსის სიის პირველად ნომრად დასახელებასთან დაკავშირებით ინფორმაციას "ნაციონალურ მოძრაობაში" არ ადასტურებენ

ყოფილი პირველი ლედის, სანდრა რულოვსის სიის პირველად ნომრად დასახელებასთან დაკავშირებით გავრცელებულ ინფორმაციას "ნაციონალურ მოძრაობაში" არ ადასტურებენ.

როგორც "ინტერპრესნიუსს" "ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთმა ლიდერმა გიგა ბოკერიამ განუცხადა, იგი დიდი პატივს სცემს სანდრა რულოვსს, "თუმცა დღეს გავრცელებული ინფორმაცია "ნაციონალური მოძრაობის" სიაში მის პირველ ნორმად დასახელებასთან დაკავშირებით, სიმართლეს არ შეესაბამება. "ის არის ჩვენი ქვეყნის ღირსეული და გამორჩეული მოქალაქე, თუმცა ეს ინფორმაცია სიმართლეს არ შეესაბამება", - აღნიშნა ბოკერიამ.

დღეს გავრცელდა ინფორმაცია, რომ "ნაციონალური მოძრაობის" საარჩევნო სიის პირველი ნომერი ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის მეუღლე სანდრა რულოვსი იქნება.