მთავრობის კანონპროექტი, რომელიც მიწების რეგისტრაციის საკითხს უკავშირდება, დასრულების პროცესშია და მოსალოდნელია, რომ ის პარლამენტს ერთი კვირის განმავლობაში წარედგინება. ამ თემაზე განმარტება პარლამენტის ბიუროს სხდომაზე იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ ვახტანგ ხმალაძემ გააკეთა.
"მიწების რეგისტაციის საკითხი იმ პრობლემების გადაჭრასაც ეხება, რომელიც უკავშირდება არასწორად დარეგისტირებულ მიწებს, დაზუსტებულ და დაუზუსტებელ საზღვრებს, თუ როგორც გაკეთდეს და რა გაკეთდეს", - განაცხადა ხმალაძემ პარლამენტის ბიუროს სხდომაზე და აღნიშნა რომ ამ თემაზე მთავრობის თავდაპირველი პროექტის განხილვა გადადებულია და ეს პროცესი არ დაწყებულა.
უძრავი ქონების, მათ შორის მიწების რეგისტრაციის საკითხთან დაკავშირებით "საჯარო რეესტრის შესახებ" კანონში ცვლილებების პროექტი პარლამენტის ბიუროს დღეს "ნაციონალური მოძრაობის" ინიციატივითაც წარედგინა. ამ თემაზე კანონპროექტი პარლამენტს ასევე "ახალმა პოლიტიკურმა ცენტრმა – გირჩმა" შესთავაზა. როგორც ბიუროს სხდომაზე ითქვა, პარლამენტი სამივე ვარიანტს ერთად განიხილავს.