განათლების კომიტეტის სხდომაზე სიტყვა

განათლების კომიტეტის სხდომაზე სიტყვა "გენდერის" ხსენებამ ცხარე კამათი გამოიწვია

განათლების კომიტეტის სხდომაზე სიტყვა "გენდერის" ხსენებამ ცხარე კამათი გამოიწვია პარლამენტის განათლებისა და მეცნიერების კომიტეტის სხდომის დასასრულს, რომელზეც საგნის ,, მე და საზოგადოების,, დანერგვასა და მასთან დაკავშირებით მომზადებული პროგრამის შესახებ მსჯელობდნენ, სიტყვა "გენდერის" ხსენებამ ცხარე კამათი გამოიწვია.

აღნიშნულო საგნის სკოლაში სწავლების დანერგვის მოწინააღმდეგეები ყურადღებას ამახვილებდნენ იმაზე, რომ მოსწავლეებს გენდერის მნიშვნელობაზე არ უნდა ესაუბრონ, რადგან ეს, მათი თქმით, მამათმავლობას ნიშნავს.

"მამათმავლობა ხომ იცით რაც არის - გარყვნილებაა და სიბინძურეა. გენდერს თავი დავანებოთ", - განაცხადა საგნის ერთ-ერთმა მოწინააღმდეგე გურამ ფალავანდიშვილმა.

თავის მხრივ, დეპუტატმა ფრიდონ საყვარელიძემ აღნიშნა, რომ საგნის მიმართ ოპტიმისტურად არის განწყობილი.

,,ძნელია იმ ადამიანებთან საუბარი, რომლებსაც გენდერი და ლიბერალიზმი ცუდი სიტყვა ჰგონიათ", - განაცხდა საყვარელიძემ.

სხდომის დასასრულს განათლების მინისტრის მოადგილე ლია გიგაურმა აღნიშნა, რომ მწვავე დისკუსიის მიუხედავად ვერ მოისმინა ვერც ერთი არგუმენტი, თუ რატომ არ უნდა ისწავლებოდეს ეს საგანი.

,,ყველა მოსაზრება დაფუძნებული იყო ეჭვებზე, არ იყო კონკრეტულად დოკუმენტთან, საგანთან დაკავშირებული. ჩვენ გავაგრძელებთ ამ დოკუმენტის დამტკიცებაზე მუშაობას", - განაცხადა გიგაურმა.