ადვოკატმა ლევან სამუშიამ "თავისუფალი დემოკრატების" ერთ-ერთი ლიდერის ალექსი პეტრიაშვილის საქმესთან დაკავშირებით მასალების გაცნობის თხოვნით შსს-ს მთავარ სამმართველოს დეტექტივების განყოფილებას და თბილისის პროკურორს მიმართა.
როგორც "ინტერპრესნიუსს" ლევან სამუშიამ განუცხადა, საქმის მასალების გაცნობის შემდეგ შესაძლებელი იქნება კონკრეტული განცხადების გაკეთება.
"ამ ეტაპზე რასაც ვითხოვ ეს არის საქმის გაცნობა, რისი სრული უფლებაც გაგვაჩნია კანონის შესაბამისად. დღეს უკვე შეტანილია განცხადება, როგორც გამომძიებლის სახელზე, ისევე თბილისის პროკურორის სახელზე და ველოდები მათგან რეაგირებას და პასუხს", - განაცხადა ლევან სამუშიამ.