იუსტიციის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის ლევან მურუსიძის განცხადებით, საქალაქო სასამართლოს თავმჯდომარის პოსტზე გიორგი მიქაუტაძის წარდგენა რამდენიმე ფაქტორმა განაპირობა. მისივე თქმით, თბილისის საქალაქო სასამართლოს თავმჯდომარეობა შეუძლია მხოლოდ კოლეგიების თავმჯდომარეებს და ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის ხელმძღვანელის. მისივე თქმით, გიორგი მიქაუტაძის გარდა ამ თანამდებობაზე დანიშვნის სურვილი სხვებს არ ჰქონიათ.
"გიორგი მიქაუტაძე არის კოლეგიის წარმატებული თავმჯდომარე. სასამართლო სისტემაში დიდი ხანია მუშაობს და გავლილი აქვს ყველა საფეხური. შესაბამისად, მოხდა მისი კანდიდატურის დასახელება", - განაცხადა მურუსიძემ.
მისივე თქმით, საქალაქო სასამართლოს ეფექტური მენეჯმენტის განხორციელებისთვის უმჯობესი იყო საკითხი არ გადადებულიყო.