მიგრანტებმა მაკედონიისა და საბერძნეთის საზღვარზე დამცავი კედელი ხელით ნაკეთი სანგრევი მოწყობილობის საშუალებით გაანგრიეს. ამის შესახებ "ბიბისი" იტყობინება.
გავრცელებული ცნობით, მათი შეჩერება მაკედონიის პოლიციამ ცრემლსადენი გაზით სცადა. თუმცა, მათმა ნაწილმა საზღვარზე გადასვლა მაინც შეძლო. უცნობია, თუ რამდენი მიგრანტი გადავიდა მაკედონიის ტერიტორიაზე. მიგრანტთა უმრავლესობა, რომლებიც ჩრდილოეთ ევროპამდე ცდილობს ჩასვლას, ძირითადად სირიიდან და ერაყიდანაა.
ბოლო ერთი წლის განმავლობაში ევროკავშირის ქვეყნებში ჩასული მიგრანტების რიცხვი მნიშვნელოვნად გაიზარდა. ევროპა ყველაზე მასშტაბურ მიგრაციულ კრიზისს განიცდის მეორე მსოფლიო ომის შემდეგ.