ტრაბახით არ ვიტყვი, მაგრამ მესამე თაობის პირველსკოლელი თქვენი სტუმარიც ვარ და ამავე დროს ჩემს სახლშიც ვარ

ტრაბახით არ ვიტყვი, მაგრამ მესამე თაობის პირველსკოლელი თქვენი სტუმარიც ვარ და ამავე დროს ჩემს სახლშიც ვარ

ტრაბახით არ ვიტყვი, მაგრამ მესამე თაობის პირველსკოლელი თქვენი სტუმარიც ვარ და ამავე დროს ჩემს სახლშიც ვარ, - ამ განცხადებით პარლამენტში, განათლებისა და მეცნიერების კომიტეტის სხდომაზე მყოფ პირებს ბიზნესმენმა ლევან ვასაძემ მიმართა.

"უნიკალური შესაძლებლობა მაქვს, ამ ისტორიულ შენობაში გამოვიდე. ჩემთვის ეს შენობა ძალიან ძვირფასია. მის კედლებთან გავიზარდე. 1991 წლის 21 დეკემბერს ჩემს ლოგინში მეძინა, აქედან 20 მეტრში და როდესაც ძმათამკვლელი ომის კანონადამ გამაღვიძა. მომიწია იატაკზე დავწოლილიყავი ჩემს მშობლებთან და ჩემს დასთან ერთად და რვა საათი იქ გამეტარებინა ფანჯრებში შემოვარდნილი ტყვიების ზუზუნში. რა დამავიწყებს 9 აპრილს - მხატვრის სახლში იმპროვიზებულ მორგვში გაღვიძებას, სიცოცხლის სიხარულს და საშინელების განცდას. მრავალი წლის მანძილზე, უცხოეთში ყოფნისას, უკიდურეს სიმარტოვეში, გაჭირვებაში, სამშობლოს მონატრებაში აქაურობა გამხსენებია და ეს არის ჩემი სახლი. ტრაბახით არ ვიტყვი მაგრამ მესამე თაობის პირველისკოლელი თქვენი სტუმარიც ვარ და ამავე დროს ჩემს სახლშიც ვარ", - განაცხადა ლევან ვასაძემ კომიტეტის სხდომაზე.

ბიზნესმენი სასკოლო პროგრამაში საგნის "მე და საზოგადოება" დამატების ინიციატივას აპროტესტებს და აცხადებს, რომ საგანი სახიფათო და მიუღებელია.