ევროკავშირის ლიდერები აპირებენ იმსჯელონ რუსეთის მიმართ სანქციების გაგრძელებაზე, თუმცა ეს ავტომატურად არ მოხდება. გათვალისწინებული იქნება მინსკის შეთანხმების შესრულების საკითხი, - euronews.ge-ს ინფორმაციით, ამის შესახებ განაცხადა დღეს უნგრეთის პრემიერმა, ვიქტორ ორბანმა გააკეთა.
როგორც სააგენტო "როიტერზე" დაყრდნობით წერს, რუსეთის მიმართ სანქციების გაგრძელების თაობაზე "სერიოზული დებატები" მიმდინარე წლის პირველი ნახევრის ბოლოს გაიმართება.
ორბანის თქმით, მოხდება მინსკის შეთანხმების მშვიდი და ობიექტური შეფასება და ამის მიხედვით იქნება გადაწყვეტილება მიღებული.