დეპუტატი გოგლა ჟვანია მიიჩნევს, რომ "რესპუბლიკელებსა" და "მრეწველებს" შორის არსებული დაპირისპირება ქვეყნისთვის დამაზიანებელია.
როგორც გოგლა ჟვანიამ ჟურნალისტებს განუცხადა, კოალიციიდან არც ერთი სუბიექტის გარიცხვა არ იგეგმება.
"ჩვენ გუშინ პრემიერ-მინისტრთან გვქონდა შეხვედრა. იქ იყო სხვადასხვა საკითხებზე აზრთა გაცვლა-გამოცვლა. ეს არის ძალიან ნორმალური პროცესი, როდესაც ერთ გუნდში მყოფი ადამიანები რაღაც საკითხებზე განსხვავებულ აზრზე არიან. ყველფერს აქვს თავისი ფორმა და წესი. ეს ფორმა რომელიც მიიღო ამ დაპირისპირებამ იყო დამაზიანებელი, არა იმდენად კოალიციისთვის, არამედ ჩვენი სახელმწიფოსთვის. ბატონი პრემიერი ჩარეულია ამ პროცესში, აღიკვეთება და იმედია, მეტი აღარ მოხდება და თუ მოხდება სხვანაირად მივიღებთ გადაწყვეტილებას", - განაცხდა გოგლა ჟვანიამ.