პარლამენტში განათლების კომიტეტის სხდომა კამათის ფონზე მიმდინარეობს

პარლამენტში განათლების კომიტეტის სხდომა კამათის ფონზე მიმდინარეობს

პარლამენტის განათლებისა და მეცნიერების კომიტეტის სხდომაზე საჯარო სკოლებში საგნის "მე და საზოგადოების" დანერგვისა და ამასთან დაკავშირებით მომზადებული პროგრამის შესახებ მსჯელობენ.

დეპუტატებს საგნის შესახებ ინფორმაცია განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილე ლია გიგაურმა მიაწოდა.

გიგაურის განმარტებით, მე-3 და მე-4 კლასებში მოხდება საგნის "მე და საზოგადოება" სწავლება, ხოლო "ჩვენი საქართველო" მე-5 და მე-6 კლასში დაინერგება.

მინისტრის მოადგილის განმარტებით, პირველადი ვერსია, რომელიც მომზადდა, მე-3 კლასში მოიცავდა თემებს: "ჩემი ოჯახი", "სკოლა, მეგობრები, თანატოლები" და "გარემო, რომელშიც ვცხოვრობ".

მისი განცხადებით, მე-4 კლასის თემები იყო "მედია და ინფორმაცია", "რწმენა და რელიგია", "მე და ჩემი ქვეყანა".

"გაცნობიერებული იყო რისკები, რომლებიც რწმენასა და რელიგიას უკავშირდება. ფსიქოლოგების რეკომენდაციაც იყო, ადრეა მოსწავლეებთან საუბარი, მით უმეტეს, რომ მასწავლებლებს შესაბამისი გამოცდილება არც თუ დიდი აქვთ. შეიცვალა თემატიკა და მე-3 კლასში დარჩა - "ჩემი ოჯახი", "სკოლა, მეგობრები, თანატოლები", "გარემო, რომელშიც ვცხოვრობ". მე-4 კლასში - "განათლება", "მედია და ინფორმაცია" იქნება, ხოლო "რწმენა და რელიგია" "მე და ჩემი ქვეყანათი" ჩანაცვლდება", - განმარტა ლია გიგაურმა.

გია გიგაურმა თითოეული აღნიშნული თემის შესახებ შინაარსობრივი, დეტალური განმარტებები გააკეთა.

საკომიტეტო სხდომაში დეპუტატების გარდა მონაწილეობას იღებენ პარლამენტის ყოფილი წევრები, დიმიტრი ლორთქიფანიძე და ჯონდი ბაღათურია, თბილისის საკრებულოს წევრი სოსო მანჯავიძე, ასევე საკომიტეტო განხილვაზე იმყოფებიან ლევან ვასაძე, ზვიად ტომარაძე, "მართმადიდებელ მშობლეთა კავშირის" წევრები.

კომიტეტის სხდომა კამათის ფოზე მიმდინარეობს.