გერმანიის სადაზვერვო სამსახურები ევროკავშირის ყოფილ ევროკომისარს საგარეო ურთიერთობათა საკითხებში, კეტრინ ეშტონს უთვალთვალებდნენ, - ამის შესახებ გერმანული გამოცემა "დერ შპიგელი" სამთავრობო წყაროებზე დაყრდნობით წერს.
გავრცელებული ცნობით, გერმანული სპეცსამსახურები ეშტონზე თვალთვალს 2009 წლის შემდეგ ახორციელებდნენ. აღსანიშნავია, რომ გერმანიის სადაზვერვო სამსახური ამ დრომდეც არაერთხელ დაადანაშაულეს ევროკავშირის ქვეყნების ლიდერების თვალთვალსა და ამ მხრივ აშშ-ის სადაზვერვო სამსახურის დახმარებაში. ამასთან, იგი დაადანაშაულეს აშშ-ის სახელმწიფო მდვინის, ჯონ კერის სატელეფონო საუბრების მოსმენაშიც.
კეტრინ ეშტონი ევროკომისრის პოსტს 2009-დან 2014 წლამდე იკავებდა.